ახლა კი მინდა გესაუბროთ ავტომობილზე, რომელიც გამოშვების დღიდანვე აოცებდა ავტოსამყაროს, ეს არის Plymouth Barracuda, Chrysler-ის კორპორაციის მიერ წარმოებული, მისი გამოშვება დაიწყო 1964 წელს და გამოდიოდა 1974 წლამდე.
ზემოთხსენებული მოდელი თავდაპირველად გამოდიოდა მხოლოდ 2 კარიანი კუპე, ხოლო შემდეგი თაობის Plymouth-ი იყო როგორც 2 კარიანი კუპე ასევე კაბრიოლეტი, ეს ავტომობილი გამოსვლის დღიდანვე ჯანსაღ კონკურენციას უწევდა ისეთ ავტომობილებს როგორებიცაა, მუსტანგი, კამარო, ჩელენჯერი და პონტიაკი ჯტო, Plymouth-მა თავიდანვე მოიპოვა პოპულარული ავტომობილის სახელი და გაყიდვებითაც გაასწრო ზოგიერთ კონკურენტს, მისი მიმზიდველი დიზაინი და ფანტასტიკურად დახვეწილი სავალი ნაწილი ყველას იზიდავდა, აღსანიშნავია ასევე Plymouth-ის ძრავი, პირველი თაობის მოდელები 3.7 ლიტრიანი, V8 ძრავებით იყო აღჭურვილი, ასევე იყო გაუმჯობესებული 5.4 ლიტრიანი ძრავები, რომლებიც შემდეგ მოდელებზე გამოიყენებოდა. Plymouth-ი არაერთი ოფიციალური რბოლის გამარჯვებულია, მისი მოყვარულები დღესაც ახდენენ მის მოდიფიცირებას და თანამედროვე სტანდარტებამდე მიყვანას, მისი დიზაინი ძალიან გავს ჩალენჯერის ექსტერიერს რის გამოც ხალხს მათი გარჩევა ძალიან უჭირდა და უჭირს. Plymouth-ი ავტომობილია რომლის მიმართაც არ შეიძლება გულგრილი დარჩეს ადამიანი, კოლექციონერები იდი სიამოვნებით ყიდულობენ ამ უნიკალურ მოდელებს და უვლიან როგორც ანტიკვარულ ექსპონატებს.
როგორც სხვა პოსტებში, აქაც წარმოგიდგენთ Plymouth Barracuda-ს ქრონოლოგიურად დალაგებულ ფოტოებს
1964 წლის მოდელი
იმედია მოგეწონათ….
0 comments:
Post a Comment